2013 წლამდე წარმოებული ავტომობილების იმპორტის შეზღუდვა ბაზრისთვის მტკივნეული არ იქნება, რადგან წინა წელს, ევრო 5 სტანდარტის ავტომობილების იმპორტი 58%-ს შეადგენდა - შამუგია

12 ივნისი 2023, 16:42 536 ნახვა

2013 წლამდე წარმოებული ავტომობილების იმპორტის შეზღუდვა ბაზრისთვის ძალიან მტკივნეული არ იქნება, ვინაიდან, წინა წლის მონაცემებით, ევრო 5 სტანდარტის ავტომობილების იმპორტი სრული მონაცემის 58%-ს შეადგენდა - ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოთარ შამუგიამ განაცხადა.

მინისტრის განცხადებით, იმ დროისთვის, როდესაც კანონი ძალაში შევა, 2013 წლამდე წარმოებული ავტომობილები, მინიმუმ 11 წლის იქნება, რაც მისი თქმით, საკმაოდ ძველია, ამიტომ კანონი ქვეყანაში შემოსული ავტომობილების ძირითად ღირებულებაზეც დიდ გავლენას არ მოახდენს.

"ბოლო წლების განმავლობაში, ევრო 5 სტანდარტის ავტომობილების იმპორტი გაცილებით იზრდება, რაც ძალიან კარგია. იმპორტის შეზღუდვა ბაზრისთვის ძალიან მტკივნეული არ იქნება, ვინაიდან, წინა წლის მონაცემებით, ევრო 5-ის სტანდარტის ავტომობილების იმპორტი 58%-მდე იყო. თუ ავიღებთ ამ წლის ხუთ თვეს, მსგავსი ავტომობილების რიცხვი 65%-მდე გაიზარდა. ბოლო წლების განმავლობაში, მთლიან იმპორტში ევრო 5 ავტომობილების რიცხვი ძალიან იზრდება და ეს მნიშვნელოვანია.

ჩვენ, აუცილებლად, უნდა ვიზრუნოთ ეკოლოგიასა და გარემოზე, ეს მნიშვნელოვანია. ამის გამო ვახსენე, რომ მსოფლიოს ქვეყნების უმრავლესობას ეს სტანდარტი მიღებული აქვს. 2024 წლისთვის 2013 წლის ავტომობილები 11 წლამდე იქნება და იქიდან გამომდინარე, რომ ამ ასაკის მანქანა უკვე საკმაოდ ძველია, ვფიქრობთ, რომ ქვეყანაში შემოსული ავტომობილების ძირითად ღირებულებაზეც დიდ გავლენას არ მოახდენს“, - განაცხადა ოთარ შამუგიამ.

შეგახსენებთ, რომ 2024 წლის პირველი იანვრიდან საქართველოში 2013 წლამდე გამოშვებული ავტომობილების იმპორტი აიკრძალება. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი