“ნაციონალური მოძრაობის” მოთხოვნა ქედაში

11 ივნისი 2023, 17:50 807 ნახვა

''ერთიანი ნაციონალური მოძრაობა'' ქედაში, შარაბიძეების ოჯახისთვის მეწყერსაწინააღმდეგო კედლის მოწყობას ითხოვს.

როგორც დეპუტატი, დავით სირაბიძე ამბობს დაახლოებით 5 წლის მანძილზე საცხოვრებელ სახლთან განვითარებული მეწყერი მერიის მხრიდან უყურადღებოდაა და საფრთხის მოუხედავად შესაბამისი ღონისძიებები არ გაუტარებიათ.

ოჯახის თქმით, მათ მერიას არაერთხელ მიმართეს. ჟუჟუნა შარაბიძე ამბობს, რომ მეწყერი საფრთხეს უქმნის საცხოვრებელ სახლს, დაზიანებული გზის ნაწილიც.

ქედის მერიაში საკითხზე კომენტარი არ გააკეთეს.

ილონა შავლიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი