1 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა წყალდიდობას კუბაში. ევაკუირებულია 7 ათასზე მეტი მოქალაქე. გარდაცვლილია 60 წლის კაცი. წყალდიდობას ებრძვიან რამდენიმე რეგიონში, დაზიანებულია 10 ათასზე მეტი სახლი.
ძლიერი წვიმის შედეგად გრანმას რეგიონში მდინარე კალაპოტიდან გადმოვიდა, რის შედეგადაც რამდენიმე სოფელი გარე სამყაროს მოწყდა.
მეტეოროლოგები მომდევნო 24 საათში ამინდის გაუარესებას და ძლიერ წვიმას პროგნოზირებენ.