თურქეთის დედაქალაქ ანკარაში აფეთქება მოხდა ქარხანაში, რომელიც რაკეტებსა და ასაფეთქებელ ნივთიერებებს აწარმოებს.
თურქეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, დაიღუპა ხუთი მუშა. ადგილობრივი მედია „ბევრი მსხვერპლის“ შესახებ იუწყება. აფეთქების ფაქტზე გამოძიება დაიწყო.
საწარმო მდებარეობს ელმადაგის რაიონში, საცხოვრებელი უბნებიდან შორს. თვითმხილველები ამბობენ, რომ მათ ჯერ აფეთქების ხმა გაიგეს, შემდეგ კი ქარხნის თავზე კვამლი დაინახეს.
CNN-ი იტყობინება, რომ ხანძარი ლოკალიზებულია.