ოკუპანტის იერიში უკრაინაზე 

10 ივნისი 2023, 14:50 594 ნახვა

კიევში კანადის პრემიერ-მინისტრი ჩავიდა. ჯასტინ ტრუდო უკრაინელი ჯარისკაცების მემორიალს ეწვია და ბრძოლაში დაღუპულებს პატივი მიაგო. მასთან ერთად იმყოფება კანადის ვიცე-პრემიერიც. ვიზიტის დეტალური პროგრამა ჯერჯერობით უცნობია.

რაც შეეხება ვითარებას ხერსონის ოლქში, რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის განცხადებით, მარჯვენა სანაპიროზე 35 დასახლებული პუნქტია დატბორილი, მარცხნივ კი მდგომარეობა კრიტიკულია. გასულ დღესთან შედარებით წყლის საშუალო დონემ 31 სანტიმეტრით დაიკლო.

3700-ზე მეტი სახლი კვლავ წყლის ქვეშ რჩება. ალექსანდრ პროკუდინის თქმით, მიმდინარეობს ფართომასშტაბიანი სამაშველო ოპერაცია, რომელშიც 1500-მდე ადამიანია ჩართული. 

გაერო-ში ჰუმანიტარული კრიზისის შესახებ საუბრობენ, გენერალური მდივნის მოადგილე აღნიშნავს, რომ უკრაინა კაშხლის ჩამონგრევის შემდეგ  უარესი ჰუმანიტარული ვითარების წინაშე დგას ვიდრე მანამდე. სუფთა სასმელი წყლის გარეშე დაახლოებით 700 ათასი ადამიანია დარჩენილი.

ანა ვაშაყმაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი