რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-11 პაკეტი ვერ შეთანხმდა. ევროკავშირის ელჩები მოლაპარაკებებს მომავალ კვირას გააგრძელებენ.
გამოცემა „პოლიტიკოს“ ცნობით, სანქციების პაკეტს საბერძნეთი და უნგრეთი არ ამტკიცებს. ისინი აპროტესტებენ უკრაინის გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც ზემოაღნიშნული ორი ქვეყნის რამდენიმე კომპანია „ომის სპონსორთა“ სიაში აღმოჩნდა. სანაცვლოდ ათენი და ბუდაპეშტი კომპანიების ამ სიიდან ამოღებას ითხოვენ.
„პოლიტიკოსთან“ საუბარში ერთ-ერთი დიპლომატის განცხადებით, სანქციების მე-11 პაკეტის განხილვა 14 ივნისს დაიგეგმა. ასევე მაღალჩინოსანმა აღნიშნა, რომ ისინი შეთანხმებას უახლოვდებიან.