აუცილებელია უკრაინის მხარდაჭერა გაგრძელდეს - რიში სუნაკი

09 ივნისი 2023, 10:50 590 ნახვა

აუცილებელია უკრაინის მხარდაჭერა გაგრძელდეს, რათა პუტინმა არ იფიქროს, რომ დასავლეთი დაიღალა - ამის შესახებ გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრმა აშშ-ის პრეზიდენტთან გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

რიში სუნაკის თქმით, თუ დასავლელი პარტნიორები შეძლებენ უკრაინის გრძელვადიან პერსპექტივაში მხარდაჭერას, ეს რუსეთის ფედერაციისთვის მძლავრი სიგნალი იქნება.

„ჩვენ არსად წავალთ, ვიქნებით უკრაინასთან რამდენ ხანსაც საჭირო იქნებ,  ვიმედოვნებ ეს მიიყვანს პუტინს იმ აზრამდე, რომ გაიყვანოს თავისი ჯარები და შეწყვიტოს უკანონო აგრესია - აღნიშნა დიდი ბრიტანეთის პრემიერმა.

ანა ვაშაყმაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი