ბათუმის სტადიონმა, ქალაქ მაიამიში გამართულ FIABCI-ის მსოფლიო კონგრესზე, უძრავი ქონების ოსკარი მოიპოვა - ინფორმაციას ამის შესახებ, აჭარის მთავრობის თავმჯდომარე, თორნიკე რიჟვაძე ავრცელებს.
"ყველას გილოცავთ ამ მნიშვნელოვან აღიარებას! წინ არაერთი გამარჯვება გველის",- წერს თორნიკე რიჟვაძე.
FIABCI მასშტაბურ ღონისძიებაზე მსოფლიოს ათასობით წარმატებული კომპანია და 70-ზე მეტი ქვეყანა იღებდა მონაწილეობას.
მაიამი FIABCI-ის უძრავი ქონების 73-ე მსოფლიო კონგრესზე ბათუმის სტადიონი, მსოფლიო საუკეთესო საჯარო ინფრასტრუქტურის ნომინაციაზე იყო წარდგენილი.