კახოვკის კაშხლის აფეთქებიდან გამომდინარე საფრთხე - ანალიტიკოსის პოზიცია

08 ივნისი 2023, 10:54 559 ნახვა

რა რისკები ახლავს მათ შორის ეკოლოგიის თვალსაზრისით  კახოვკის ჰიდროელექტრო სადგურის აფეთქებას?   ანალიტიკოსი ალიკა გუჩუა  ვარაუდობს,  რომ    შესაძლოა შავი ზღვის აკვატორიაში,  მათ შორის საქარველოს სანაპიროებში მოხვდეს ქვეით საწინააღნდეგო  ნაღმები, რომლითაც მისი თქმით,  მდინარე ,,დნეპრის“ ორივე სანაპირო როგორც უკრაინის,  ისე რუსეთის მხარეს    დანაღმული ჰქონდა.

გარდა ამისა, საერთაშორისო უსაფრთხოების საკითხების სპეციალისტი არ გამორიცხავს, რომ დაზიანდეს შავი ზღვის ეკოსისტემაც. რაც შეეხება რადიაციის გაჟონვის საფრთხეს,  გუჩუა  ამ რისკებზე  ჯერ  არ საუბრობს.   "კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის" პროფესორი ასევე საუბრობს თუ ვის აწყობდა ჰიდროელექტრო სადგურის აფეთქება, მისი ვერსიით ეს რუსეთის ინტერესში შედიოდა, რადგან უკრაინა კონტრშეტევისთვის  ემზადებოდა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი