საგამოძიებო სამსახურმა უაქციზო სიგარეტის შენახვა-გადაზიდვა-რეალიზაციის 22 ფაქტი გამოავლინა 

08 ივნისი 2023, 10:44 707 ნახვა

საგამოძიებო სამსახურმა მარკირებას დაქვემდებარებული დიდი ოდენობით აქციზური საქონლის აქციზური მარკის გარეშე შენახვა-გადაზიდვა-რეალიზაციის 22 ფაქტი გამოავლინა. 

უწყების ცნობით, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, 2023 წლის მაისის თვეში, საქართველოს მასშტაბით გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, გამოავლინეს მარკირებას დაქვემდებარებული დიდი ოდენობით აქციზური საქონლის, აქციზური მარკის გარეშე შენახვა-გადაზიდვა-რეალიზაციის 22 ფაქტი, რაზეც ბრალდებულის სახით პასუხისგებაში მიეცა 31 პირი, მათგან დაკავებულია - 16.

"საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დანაშაულში მხილებული პირებისგან ამოღებულია სარეალიზაციოდ განკუთვნილი სხვადასხვა დასახელების, ჯამში 30 042 კოლოფი უაქციზო სიგარეტი, რომლის საერთო საბაზრო ღირებულება 148 000 ლარს აღემატება.

აღნიშნული დანაშაული გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-200 მუხლით და ისჯება თავისუფლების აღკვეთით 6-დან 8 წლამდე ვადით"- აცხადებენ უწყებაში.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი