ტურისტულ სეზონთან დაკავშირებით საგანგებო რეჟიმზე გადადის ქალაქში აკუსტიკური ხმაურის მონიტორინგი. მუნიციპალური ინსპექციის მორიგე ჯგუფები 24 საათის განმავლობაში იმუშავებენ. მოქმედებს ასევე ცხელი ხაზი. ხმაურის ნორმების გადაჭარბების შემთხვევაში უნდა დარეკოთ აღნიშნულ ნომერზე - 598 85 15 20.
შეგახსენებთ, რომ აკუსტიკური ხმაური არ იკრძალება დღის საათებში მიმდინარე სამშენებლო სამუშაოებზე და ასევე მერიასთან შეთანხმებულ ღონისძიებებზე. ხმაურზე ჯარიმა საღამოს 11 საათიდან მოქმედებს.
მიმდინარე წელს მუნიციპალურმა ინსპექციამ უკვე შეადგინა 32 საჯარიმო ოქმი, ცხელ ხაზზე კი სულ 70 შეტყობინება შევიდა.
ხმაური პირველ შემთხვევაში ითვალისწინებს გაფრთხილებას, ერთი წლის შიგნით განმეორებისას კი ფიზიკურ პირზე 150 ლარს, ხოლო იურიდიულზე 500 ლარს. ყოველი განმეორებითი დარღვევა გაორმაგებულად ჯარიმდება.