კახოვკის ჰიდროელექტროსადგურზე განხორციელებული აფეთქება - ამ საკითხებზე რეგიონული პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხების ანალიტიკოსმა, „კავკასიელ ხალხთა კონფედერაციის“ თავმჯდომარემ პრესკონფერენცია გამართა.
ზაალ კასრელიშვილის განცხადებით, რუსეთის მთავარი მიზანია ტერაქტის კვალიფიკაცია აიცილონ თავიდან, სწორედ ამ მიზნით რუსეთის სამხედრო პოლიტიკური ხელმძღვანელობა ცდილობს სამართლებრივ ველზე გადაიტანოს დაპირისპირება და ამით დრო მოიგოს.
ზაალ კარსელიშვილმა ასევე გამოთქვა ვარაუდი, იმასთან დაკავშირებით, რომ რუსეთი ელოდება არჩევნებს შეერთებულ შტატებში, რადგან რუსეთს იმედი აქვს, რომ ახალ ადმინისტრაციასთან შეძლებს მოლაპარაკებას დაპყრობილი ტერიტორიების შესანარჩუნებლად.