ბულვარში საბავშვო კუთხეს რეკონსტრუქცია ჩაუტარდა. გამოიცვალა 20-მდე საბავშვო ატრაქციონი, მოწესრიგდა საბავშვო სივრცემდე მისასვლელები, მოეწყო კაუჩუკის საფარი.
პროექტისთვის 342 ათასი ლარი დაიხარჯა. ბულვარის ადმინისტრაციის ინფორმაცით, სამუშაოების მომავალ წელსაც არის დაგეგმილი და 2024 წელს არსებული საბავშვო კუთხეები მოწესრიგდება.
ასევე შეემატება რამდენიმე ასეთი ახალი სივრცეც.