თურქეთის პრეზიდენტის ინაუგურაცია მიმდინარეობს ამ წუთებში, 20 წლიანი მმართველობის შემდეგ, რეჯეფ თაიფ ერდოღანი თურქეთის სათავეში კიდევ 5 წელი დარჩება.
რიგით მე-12 პრეზიდენტის ინაუგურაციაზე მსოფლიოს 30-მდე ქვეყნიდან პრემიერ-მინისტრებს, ვიცე-პრეზიდენტებს, პარლამენტის სპიკერებსა და საგარეო საქმეთა მინისტრებს ელოდებიან.