ხულოს მუნიციპალიტეტში დღეს სახალხო ღონისძიებას სელიმობას ზეიმობენ. დღესასწაული 2015 წლიდან აღინიშნება. ადგილობრივები გამოჩენილი მხედართმთავრის სელიმ ბეგ ხიმშიაშვილის ხსოვნისადმი მიძღვნილ დღესასწაულზე ყოველი წლის 3 ივნისს მისი თავკვეთის დღეს იკრიბებიან.
ღონისძიება ტრადიციულად სხალთის მუზეუმიდან დაიწყო, სერიყანაში ყვავილებით შეამკეს მისი მემორიალი დასკვნით ნაწილში კი გაიმართება კონცერტი.
სელიმ ბეგ ხინშიაშვილმა მეთვრამეტე საუკუნის მთიანი აჭარა გააერთიანა, იგი იყო ახალციხის ორგზის ფაშაც. სურდა სამხრეთ დასავლეთ საქართველო გაეერთიანებინა რუსეთთან კავშირით რამაც მას სასიკვდილო განაჩენი გამოუტანა.