კონტრშეტევა კინო არ არის, მიჭირს გითხრათ, თუ როგორ დაინახავთ კონტრშეტევას. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ესტონეთის პრეზიდენტთან ალარ კარისთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ომის გამო უკრაინას ჯერ არ შეუძლია ნატოში გაწევრიანება. ამავდროულად, მისი თქმით, უკრაინისთვის უსაფრთხოების გარანტიებში ნათლად უნდა ეწეროს, რომ ისინი ქვეყნის ნატოში გაწევრიანებამდე მოქმედებს. ომი უკრაინაში- ვნახოთ რეპორტაჟი