რუსეთის მიერ კიევზე სარაკეტო თავდასხმის შედეგად, სულ მცირე სამი ადამიანი დაიღუპა - უცხოური მედია

01 ივნისი 2023, 10:04 569 ნახვა

რუსეთის მიერ კიევზე განხორციელებული სარაკეტო თავდასხმის შედეგად, სულ მცირე სამი ადამიანი დაიღუპა და შვიდი დაშავდა. ინფორმაციას „ბიბისი" ავრცელებს.

კიევის მერის, ვიტალი კლიჩკოს განცხადებით, დაღუპულთაგან ორი მცირეწლოვანია.

კიევის საქალაქო სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, სერჰი პოპკოს განცხადებით, რუსულმა ძალებმა დღეს დილით ადრე განხორციელებული თავდასხმის დროს, წინასწარი ინფორმაციით, ბალისტიკური ტიპის ფრთოსანი რაკეტები გამოიყენეს.

კიევის საქალაქო სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, სერგეი პოპკომ განაცხადა, რომ წინასწარი ინფორმაციით რუსეთმა ქალაქს ფრთოსანი და ბალისტიკური რაკეტებით შეუტია. 

"თავდაპირველი მონაცემებით, ეს იყო ფრთოსანი რაკეტები და ბალისტიკური ტიპის (საბოლოო რაოდენობას და ტიპს საჰაერო ძალები დაადგენს). არსებული ინფორმაციით, ყველა აღმოჩენილი საჰაერო სამიზნე განადგურდა ჩვენი საჰაერო თავდაცვის ძალებითა და საშუალებებით. სამწუხაროდ, არის მსხვერპლი და ნგრევა ნამსხვრევების ჩამოვარდნის შედეგად“, - განაცხადა სერჰი პოპკომ.

სარაკეტო შეტევა ღამის 4 საათისთვის დაიწყო. თავდასხმის მოსაგერიებლად ამოქმედებული იყო უკრაინის საჰაერო თავდაცვის სისტემა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი