ბრაზილიაში ქართველი მეზღვაური მოკლული იპოვეს - უცხოური მედია

31 მაისი 2023, 16:06 1388 ნახვა

ბრაზილიაში, რიო დე ჟანეიროში ქართველი მეზღვაური მოკლეს – ინფორმაციას ბრაზილური მედია ავრცელებს.

მათივე ცნობით, 31 წლის გემის ინჟინერი რიო დე ჟანეიროს სასტუმროში მოკლული იპოვეს. გავრცელებული ინფორმაციით, იგი სასტუმროში მეგობართან ერთად იმყოფებოდა.

უცხოური მედიის ცნობით, ეჭვმიტანილი დაკავებულია. მკვლელობის მოტივი ამ დროისთვის უცნობია.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ბრაზილიაში საქართველოს საელჩოში შევიდა ოფიციალური შეტყობინება საქართველოს მოქალაქის გარდაცვალების შესახებ.

მათივე ცნობით, საელჩო კონტაქტზეა როგორც გარდაცვლილის ოჯახის წევრებთან, ასევე ადგილობრივ სამართალდამცავებთან. განხორციელდება შესაბამისი პროცედურები.

ინფორმაცია თავდაპირველად TV25-მა გაავრცელა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი