დღეს ქართული პოლიციის დღეა. ,,დღეს იმ ადამიანების დღეა, რომლებიც ყოველდღიურად, 24 საათის განმავლობაში ღირსეულად და ერთგულად ემსახურებიან სამშობლოს; იცავენ ქვეყნის სახელმწიფო საზღვარსა და უსაფრთხოებას, საზოგადოებრივ წესრიგს, ადამიანის უფლებებსა და თავისუფლებას, ებრძვიან კრიმინალს“.
პოლიციელების განსაკუთრებულ როლსა და მნიშვნელობაზე უწყების ხელმძღვანელმა ისაუბრა. მათ პროფესიული დღე ვახტანგ გომელაურთან ერთად მიულოცეს პრემიერ-მინისტრმა და პარლამენტის თავმჯდომარემ.
დღესვე რამდენიმე პოლიციელი და მეხანძრე მაშველი განსაკუთრებული დამსახურებისთვის და მამაცობისთვის სხვადასხვა უწყებრივი მედლით დაჯილოვდა.