არც რუსეთი და არც უკრაინა არ ასრულებს ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს ხელმძღვანელის რაფაელ გროსის მიერ შეთავაზებულ 5 პრინციპს, რომელიც მოწოდებულია დაიცვას რუსეთის მიერ ოკუპირებული ზაპორიჟიეს ატომური ელექტროსადგური.
გროსი, რომელიც გაეროს უშიშროების საბჭოში სიტყვით გამოვიდა, თვეების განმავლობაში ცდილობდა მიეღწია შეთანხმებისთვის, რათა შემცირდეს კატასტროფული ბირთვული ავარიის რისკი სამხედრო მოქმედებების შედეგად.
უშიშროების საბჭოში გამოსვლის შემდეგ გროსიმ აღნიშნა ის ფაქტი, რომ არც ერთ მხარეს ცალსახად არ დაუგმია ეს გეგმა და არცერთ წარმომადგენელს არ გაუპროტესტებია ეს პრინციპები. გროსის ხუთი პრინციპი მოიცავს იმას, რომ ქარხანაზე არ უნდა განხორციელდეს თავდასხმა და იქ არ უნდა განთავსდეს მძიმე იარაღი, როგორიცაა ზალპური ცეცხლის რეაქტიური სისტემები, საარტილერიო სისტემები და საბრძოლო მასალები, ტანკები ან სამხედრო პერსონალი.