კიევზე განხორციელებული საჰაერო იერიშის შედეგად დაიღუპა ერთი და დაშავდა ოთხი ადამიანი. ბოლო 24 საათის განმავლობაში რუსულმა ძალებმა კიევს სამჯერ შეუტიეს. აფეთქებებისა და სროლების ხმა ისმოდა მთელ ქალაქში.
რუსეთმა უკრაინის დედაქალაქზე საჰაერო თავდასხმების სერია მაისში ფრთოსანი რაკეტებისა და ირანული შაჰიდის დრონების გამოყენებით დაიწყო.
თავდასხმები ძირითადად ღამით, მშვიდობიანი მოსახლეობისთვის ფსიქოლოგიური სტრესის მიყენების მიზნით ხორციელდება - აცხადებენ ქალაქის ოფიციალური პირები.