ვიეტნამის ხელისუფლების გადაწყვეტილებით ნაწილობრივ გაითიშება ქუჩების, პარკების და სხვა საჯარო ადგილების გარე განათება.
მიზეზი რეკორდული სიცხეებია, რის გამოც გაიზარდა ელექტროენერგიის მოხმარება. დაწესებული შეზღუდვებით სახელმწიფო ენერგოკომპანია ენერგოსისტემის გადატვირთვის თავიდან აცილებას ცდილობს.
მეტეოროლოგების პროგნოზით, ჰანოიში ჰაერი ცელსიუსით 38 გრადუსამდე გათბება და ასეთი მაღალი ტემპერატურა ივნისამდე შენარჩუნდება.