ალექსანდრე ლომთათიძის დაკრძალვა

28 მაისი 2023, 17:58 724 ნახვა

სართველი პოლიტიკური, სახელმწიფო და საზოგადო მოღვაწის, ამიერკავკასიის სეიმის, საქართველოს ეროვნული საბჭოსა და საქართველოს რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების თავმჯდომარის მოადგილის, ალექსანდრე ლომთათიძის ცხედარი დიდუბის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში დაკრძალეს.

წმინდა სამების საკათედრო ტაძარში ალექსანდრე ლომთათიძის სამოქალაქო პანაშვიდი გაიმართა, რომელსაც საქართველოს აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების უმაღლესი პირები და საპატრიარქოს წარმომადგენლები დაესწრნენ. პანაშვიდი საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე შიომ აღავლინა. პანაშვიდის დასრულების შემდეგ ტახტის მოსაყდრემ დამსწრეებს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის წერილი გააცნო.

ალექსანდრე ლომთათიძის საფლავი უზბეკეთში საქართველოს საელჩოს მიერ იქნა მოძიებული და ნეშტი ხელისუფლების დახმარებით გადმოსვენებული.

სიმონ შანავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი