ბელარუსის პრეზიდენტი ჰოსპიტალიზებულია?

28 მაისი 2023, 14:03 567 ნახვა

ბელარუსის პრეზიდენტი ალექსანდრე ლუკაშენკო ვლადიმერ პუტინთან შეხვედრის შემდეგ კრიტიკულ მდგომარეობაში საავადმყოფოში გადაიყვანეს - ამის შესახებ ბელარუსმა ოპოზიციონერმა ვალერი ცეპკალომ განაცხადა.

ცნობისთვის, ბოლო დროს ინფორმაცია ვრცელდება, რომ ლუკაშენკოს ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა. 9 მაისს ბელარუსის პრეზიდენტი ღონისძიებისთვის მოსკოვში იმყოფებოდა, თუმცა მან პუტინის მიერ გამართულ სადილზე დასწრება ვერ შეძლო, მიზეზად სწორედ ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესება სახელდებოდა. 

გარდა ამისა, მინსკში ლუკაშენკოს გამარჯვების დღეს ტრადიციული სიტყვით გამოსვლა არ ჰქონია. მედია მაშინაც წერდა, რომ ლუკაშენკომ გამოსვლა ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ვერ შეძლო.

თემო სალუქვაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში