ერთი გარდაცვლილი და 4 დაშავებული - წალკაში მატარებელი ლიანდაგებიდან გადავიდა და გადაბრუნდა. გარდაცვლილიც და დაშავებულებიც ტექნიკური ჯგუფის წევრები არიან.
უბედური შემთხვევა წალკაზე გამავალ საერთაშორისო სარკინიგზო მონაკვეთზე გუშინ მოხდა.
მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 275 მუხლით დაიწყო, რაც რკინიგზის ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.