„თავისუფლების სიყვარულით“ - 105 წელი საქართველოს დამოუკიდებლობის აქტის მიღებიდან. რეკრუტებმა სამხედრო ფიცი დადეს დედაქალაქსა და კიდევ 10 ქალაქში. წელს პირველად უპრეცედენტოა იმ წვევამდელთა რაოდენობა, რომლებმაც ქვეყნას ერთგულება შეჰფიცეს. შეიძლება ითქვას, რომ მრავალფეროვანია დღევანდელი ღონისძიებები, თუმცა უკვე ტრადიციულად მთავარი ღონისძიება არის ჰიმნის შესრულება მთელი ქვეყნის მასშტაბით ზუსტად იმ დროს, როცა საქართველოს დამოუკიდებლობა გამოცხადდა. ეს 17 საათი და 10 წუთია. სიმბოლურად სწორედ ამ დროს საქართველოს 16 ქალაქში ერთდროულად საქართველოს ჰიმნი შესრულდა. - „დამოუკიდებლობა, რომელსაც დღეს ვზეიმობთ, სახელმწიფოსგან საკუთარი მოქალაქეების დაცვასაც გულისხმობს“- სალომე ზურაბიშვილის ამ სიტყვების ადრესატი ხელისუფლების წარმომადგენლები არიან, რომლებიც დღეს თავისუფლების მოედანზე პრეზიდენტთან ერთად ესწრებოდნენ 26 მაისისადმი მიძღვნილ ღონისძიებას. ქვეყნის პრეზიდენტმა სიტყვით გამოსვლა დაიწყო ქვეყნის თავდაცვის მნიშვნელობაზე, მადლიერება გამოხატა ჯარისკაცების მიმართ და გაიხსენა ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპული გმირები. 20 წუთიან გამოსვლაში ქვეყნის მთავრსარდლის განცხადებებისა და მთავარი სათქმელის ადრესატები ხელისუფლების წევრები იყვნენ.„სრულფასოვანი თავისუფლება ჩვენთვის უპირველეს ყოვლისა, ჩვენი ქვეყნის ერთიანობას გულისხმობს. დღეს თუ რაიმე ჩრდილი