26 მაისი - საქართველოს დამოუკიდებლობის დღე

26 მაისი 2023, 14:18 548 ნახვა

საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავენ სხვადასხვა ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროებიც."ქართველი ხალხის ერთგულება თავისუფლებისა და დემოკრატიისადმი დღესაც ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც 1918 წელს" - აღნიშნულია ლიეტუვის საგარეო საქმეთა სამინისტროს მისალოც წერილში.

დანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს თქმით, კი კოპენჰაგენი აგრძელებს საქართველოს მხარდაჭერას დამოუკიდებლობის, თავისუფლებისა და ევროპული მომავლისთვის ბრძოლაში.

მილოცვებს შეუერთდა საქართველოში გერმანიის საელჩოც. კიდევ ერთი მისალოცი წერილი გაავრცელა ჩრდილოეთ მაკედონიის საგარეო საქმეთა სამინისტრომაც. ისინი საქართველოს მთავრობასა და ქართველ ხალხს დამოუკიდებლობის დღეს საუკეთესო სურვილებით ქვეყნის შემდგომი წინსვლისა და მისი ხალხის კეთილდღეობისთვის ულოცავენ.

ანა ვაშაყმაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი