დილიდან მიმდინარეობს ღონისძიებები ქედაში. 26 მაისის აღნიშვნა დამოუკიდებლობის აქტზე ხელისმომწერის, ყადირ შერვაშიძის ბიუსტის ყვავილებით შემკობით დაიწყო. მისივე სახელობის სკვერში შესრულდა სახელმწიფო ჰიმნი.
დროშებით მსვლელობამ ქედის ცენტრში გადაინაცვლა, სადაც ცეკვა ქართული და ხორუმი შესრულდა. ჩატარდა სპორტული აქტივობები ბირთვის კვრასა და მარათონში. მიმდინარეობს სამოყვარულო შეჯიბრებები ჭადრაკსა და ნარდში.
ასევე ჩანიშნულია კონცერტი, რომელშიც ძირითადად ადგილობრივი შემსრულებლები მონაწილეობენ.