მსვლელობა ევროკავშირისა და საქართველოს დროშებით

26 მაისი 2023, 14:19 663 ნახვა

თბილისში, რუსთაველის გამზირზე, დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად, მოქალაქეებმა ევროკავშირისა და საქართველოს დროშებით მსვლელობა მოაწყვეს.

აქცია მას შემდეგ დაიგეგმა, რაც საქართველოს ხელისუფლებამ ქალაქის სადღესასწაულო მორთულობაში ევროკავშირის დროშები არ გამოიყენა და საქართველოს პარლამენტის ფასადზე მხოლოდ საქართველოს ხუთჯვრიანი დროშების ბანერები დაკიდა.

მოქალაქეების ნაწილმა ეს გადაწყვეტილება საქართველოს დასავლური კურსის საბოტაჟად მიიჩნია და გადაწყვიტა, ამ გზით ეჩვენებინა ხელისუფლებისა და საზოგადოებისთვის, რომ საქართველოს დასავლური კურსი უალტერნატივოა.

ანნა პირტახია
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი