სადღესასწაულო ღონისძიებებია დაგეგმილი რეგიონებშიც. ტრადიციულად ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესი თარიღი მასშტაბური ღონისძიებებით აღინიშნება, მათ შორის ბათუმშიც.
"თავისუფლების სიყვარულით" – ამ სლოგანის ქვეშ ბათუმელებს არაერთი ღონისძიება და სანახაობა ელით. გაიმართება როგორც გასართობი, ისე შემეცნებითი ღონისძიებები და სხვადასხვა შოუ.
დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას ზღვისპირა ქალაქში, შინაგან საქმეთა სამინისტრო მასპინძლობს. ტრადიციულად, ღონისძიებების ეპიცენტრი ანბანის კოშკის მიმდებარე ტერიტორიაა.
წვევამდელებმა უკვე დადეს ფიცი ბათუმშიც, საღამო კი გალა-კონცერტით დასრულდება.