შეერთებული შტატები სიამაყით გააგრძელებს თქვენს პარტნიორობას, ისევე, როგორც ოცდაათ წელზე მეტი ხნის განმავლობაში. გილოცავთ დამოუკიდებლობის დღეს, საქართველო -ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.
"თქვენი მდიდარი, მრავალსაუკუნოვანი ისტორიის განმავლობაში თავდაუზოგავად იბრძოდით დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტისთვის და უფრთხილდებოდით მას. ეს სულისკვეთება ისევეა ცოცხალი თქვენში, როგორც ოდესმე, განსაკუთრებით თქვენს მისწრაფებაში, გახდეთ ევროკავშირისა და ნატოს წევრები და უზრუნველყოთ უსაფრთხოება და კეთილდღეობა საქართველოს მომავალი თაობებისთვის.
შეერთებული შტატები სიამაყით გააგრძელებს თქვენს პარტნიორობას, ისევე, როგორც ოცდაათ წელზე მეტი ხნის განმავლობაში.
გილოცავთ დამოუკიდებლობის დღეს, საქართველო"- ნათქვამია განცხადებაში.
აშშ-ის საელჩო განცხადებასთან ერთად აზიარებს ფოტოს, ილია ჭავჭავაძის ფრაზით.
საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს გერმანიის საელჩო.
„ვუსურვებთ საქართველოს თავისუფლებას, მშვიდობასა და კეთილდღეობას ევროკავშირთან ერთად!“ - აღნიშნულია საელჩოს მილოცვის ტექსტში.
ასევე დანიის საგარეო საქმეთა სამინისტრო. როგორც საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, დანია აგრძელებს საქართველოს მხარდაჭერას დამოუკიდებლობის, თავისუფლებისა და ევროპული მომავლისთვის ბრძოლაში.
„დღეს საქართველოს დამოუკიდებლობის დღეა. გასულმა წელმა დანიასა და საქართველოს შორის ორმხრივი ურთიერთობები კიდევ უფრო მეტად გააძლიერა, რის ფარგლებშიც თბილისში დანიის საელჩო გაიხსნა. დანია აგრძელებს საქართველოს მხარდაჭერას დამოუკიდებლობის, თავისუფლებისა და ევროპული მომავლისთვის ბრძოლაში“, – ნათქვამია განცხადებაში.
ლატვიის საგარეო საქმეთა სამინისტრო საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს.
„ვულოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს. გისურვებთ მშვიდობას, უსაფრთხოებას და კეთილდღეობას. ლატვიის ურთიერთობა საქართველოსთან დამყარებულია თავისუფლებისა და დემოკრატიის საერთო ღირებულებებზე. წარმატებებს ვუსურვებთ ქართველებს ევროპული ოჯახისკენ მიმავალ გზაზე“, – აღნიშნულია მილოცვაში.
რუმინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო საქართველოს მთავრობას და ქართველ ხალხს დამოუყკიდებლობის დღეს ულოცავს.
„გულთბილად ვულოცავთ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორის, საქართველოს მთავრობას და მის ხალხს დამოუკიდებლობის დღეს. რუმინეთი მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს დამოუკიდებლობას, სუვერენიტეტს, ტერიტორიულ მთლიანობას და ასევე, მის ევროპულ და ევროატლანტიკური გზას“, – ნათქვამია რუმინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.