მედიაექსპერტები პარლამენტის მიერ “მაუწყებლობის შესახებ“ კანონში შეტანილი ცვლილებების კორექტირებას ელიან

24 მაისი 2023, 19:41 651 ნახვა

მედიაექსპერტები უახლოეს დღეებში პარლამენტის მიერ “მაუწყებლობის შესახებ“ კანონში შეტანილი ცვლილებების კორექტირებას და შესაბამისი საკანონმდებლო პროექტის ინიცირებას ელიან. ამ თემასთან დაკავშირებით ორგანიზაცია "მედიაომბუდსმენის" ხელმძღვანელი ნათია კაპანაძე, “რეგიონულ მაუწყებელთა ასოციაციის” წარმომადგენელი ნათია კუპრაშვილი, "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" მედიაპროგრამის მენეჯერი მამუკა ანდღულაძე და "ლიბერალური აკადემიის“ დირექტორი ლაშა ტუღუში პარლამენტის თავმჯდომარეს შალვა პაპუაშვილს და დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის ხელმძღვანელს დავით სონღულაშვილს შეხვდნენ. საუბარია პარლამენტის მიერ მიღებულ კანონზე, რომელიც ეხება სიძულვილის ენას, ე.წ. პასუხის უფლებას, თვითრეგულირების რეგულირების პროცესით ჩანაცვლებას.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი