„არა რუსულ საქმეს, არა კლანურ სასამართლოს“-ამ ლოზუნგით და საქართველოს დროშებით ევროპის მოედანზე ახალგაზრდები შეიკრიბნენ.მათი განცხადებით, შეკრების მიზანი ხელისუფლების მიერ რუსეთთან მიმართებით ბოლო პერიოდში მიღებული გადაწყვეტილებების და კლანური სასამართლოს გაპროტესტებაა.აქცია ახალგაზრდული ორგანიზაცია, “დაფიონის” ორგანიზებით გაიმართა. ორგანიზტაორებმა ახალგაზრდებს მოუწოდეს იყონ უფრო აქტიურები და გამოხატონ მათი პოზიცია.