აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი აცხადებს, რომ რუსული კერძო სამხედრო კომპანია ვაგნერი უკრაინის ომში გამოყენების მიზნით სამხედრო შეიარაღების ფარული გზებით შეძენას ცდილობს.
ვაშინგტონში აცხადებენ, რომ აშშ-ი ინფორმირებულია ვაგნერის გეგმების შესახებ და, რომ ომში რუსეთის დასახმარებლად აღჭურვილობის ტრანზიტს მალის გავლით ცდილობს. არის მინიშნებები იმისა, რომ ვაგნერი ცდილობს სამხედრო აღჭურვილობა შეიძინოს უცხოელი მომწოდებლებისგან და ეს იარაღი მესამე ქვეყნის მალის გავლით მიიღოს.
ჯერჯერობით უცნობია, დასრულდა თუ არა ეს შესყიდვები ან რა ეტაპზეა ეს გარიგება, მაგრამ ჩვენ ყურადღებით ვაკვირდებით სიტუაციას - განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა მეთიუ მილერმა.