მთავრობის მიერ მიღებული დადგენილება ამ საკითხთან დაკავშირებით არ შეიცვლება და სადაზღვევო კომპანიებს ”შეუძლიათ ეს საკითხი დაივიწყონ”-ასეთი განმარტება გააკეთა საკითხზე დავით სერგეენკომ. ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, კომპანიები აცხადებენ, რომ ბაზების წარსადგენად მზად არიან, თუმცა სინამდვილეში ამას არ აკეთებენ. ჯანდაცვის მინისტრი პრობლემის სათავედ სადაზღვევო კომპანიების მოგებას მიიჩნევს.