ქობულეთის მერიამ მოქალაქეთა მოთხოვნის საფუძველზე ხეები მოჭრა

22 მაისი 2023, 20:33 662 ნახვა

რამდენიმე ერთეული მოჭრილი ფიჭვის ხე-მცენარე ქობულეთში,ზღვისპირა ბულვარის ტერიტორიაზე.ადგილობრივების ინფორმაციით, მოჭრილ ხეებს ქარსაცავი და რეკრეაციული დანიშნულება ჰქონდა. ხეების მოჭრის მიზეზი განმარტა ქობულეთის მერის მოადგილემ აჭარის მაუწყებელთან. მისი განმარტებით, მერიას მიმართეს საკუთრებაში არსებული ძლიერი ქარის შედეგად  მოთხრილი , ასევე ამორტიზებული, ხანდაზმული და დაავადებული ხეების მოჭრის, დამუშავებისა და ტრანსპორტირების თაობაზე, რის შემდეგაც მერიის შესაბამისი  სამსახურის მიერ მოხდა საკითხის შესწავლა და გაიცა ნაბართვა კერძო საკუთრებაში ხეების მოჭრა-გადაბელვის თაობაზე.

ლევან ურიდია
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი