ქალი კოორდინატორების გამოწვევები არჩევნებში – კვლევა

22 მაისი 2023, 11:00 544 ნახვა

როგორია ქალი კოორდინატორების გამოწვევები არჩევნებში - კვლევის პრეზენტაცია დღეს გაიმართა. კვლევის ავტორების თქმით,  შედეგების მიხედვით,  ქალი კოორდინატორების უფლებები ირღვევა როგორც პარტიების შიგნით, ისე გარეთ.

ძალადობისა და უფლებების დარღვევის ფორმები კი სხვადასხვაგვარია, მათ შორის საჯარო მოხელეებისა და სხვა აქტორების მხრიდან ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობა, სოციალური დახმარების მოხსნით დაშინება, ოჯახის წევრების სამსახურიდან გათავისუფლების მუქარა.

კვლევის ავტორების რეკომენდაციაა ინდივიდუალური შრომითი ხელშეკრულებების გაფორმება; ცნობიერების ასამაღლებელი კამპანიები მოსახლეობისთვის; პარტიების კოორდინატორთა ცოდნისა და უნარ-ჩვევების ამაღლება; არჩევნებში ქალთა მიმართ ძალადობისა პრევენციისა და მასზე რეაგირების მექანიზმების შემუშავება. კვლევა არასამთავრობო ორგანიზაციებმა სამართლიანი არჩევნები და საფარმა ჩაატარეს.

ანნა პირტახია
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში