პროტესტი სომხეთში

21 მაისი 2023, 10:19 660 ნახვა

სომხეთში, აზერბაიჯანის საზღვართან საპროტესტო აქცია გაიმართა. რამდენიმე ათასი დემონსტრანტი სომხეთისა და მთიანი ყარაბაღის დამაკავშირებელი მთავარი გზის გახსნას ითხოვდა.

აქციის ადგილი, ლაჩინის დერეფნის საზღვარზე მდებარეობს, რომელიც სომხეთის მთიან ყარაბაღთან დამაკავშირებელი ერთადერთი გზაა, რომელზეც აზერბაიჯანულმა მხარემ გასულ თვეს საკონტროლო-გამშვები პუნქტი მოაწყო.

პროტესტს შეუერთდნენ ოპოზიციონერი პოლიტიკოსები და სამოქალაქო აქტივისტები. აზერბაიჯანი ლაჩინის დერეფნის ბლოკადას უარყოფს.

ანა ვაშაყმაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი