აშშ „ავიაგამანადგურებლების კოალიციას“ შეუერთდება

20 მაისი 2023, 10:50 636 ნახვა

აშშ „საბრძოლო თვითმფრინავების კოალიციას“ შეურთდება, რომელიც უკრაინელ მფრინავებს დასავლური გამანადგურებლების გამოყენებაში მოამზადებს. ამის შესახებ შეერთებული შტატების პრეზიდენტმა განაცხადა.

ჯო ბაიდენი დიდი შვიდეულის სამიტზე გააჟღერებს დახმარების ახალ პაკეტსაც, რომელიც 375 მილიონ დოლარს მოიცავს. მასში შედის საარტილერიო ჭურვები, ჯავშანტექნიკა და ტანკსაწინააღმდეგო იარაღი. 

გავრცელდა ინფორმაცია, რომ დიდი შვიდეულის სამიტის ფარგლებში აშშ-ის და უკრაინის პრეზიდენტები ერთმანეთს შეხვდებიან.

ანა ვაშაყმაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი