საერთაშორისო განათლების და ეროვნული სამოსის დღე 

18 მაისი 2023, 14:20 1068 ნახვა

ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში ეროვნული სამოსისა და საერთაშორისო განათლების დღე აღნიშნეს. გაიმართა გამოფენა, რომელზეც გაცვლითი და საერთაშორისო პროგრამების წარმომადგენლებმა პროექტების პრეზენტაცია გამართეს.

საკუთარი ქვეყნები წარმოადგინეს “ერაზმუს პლუსის“ გაცვლითი პროგრამის უცხოელმა მონაწილეებმაც.

ევროპის დღეების ფარგლებში ბათუმში სხვადასხვა ქვეყნიდან აკადემიური წრეების წარმომადგენლები იმყოფებიან.  დღევანდელი ღონისძიების მიზანი ევროპული ღირებულებების პოპულარიზაცია და ახალგაზრდებში ცნობიერების ამაღლებაა.

გამოფენის პარალელურად, ტრადიცული სამოსის გაცნობისა და ქართული კულტურის პოპულარიზაციის მიზნით კონცერტი გაიმართა, რომელშიც საუნივერსიტეტო ჯგუფები მონაწილეობდნენ.

ასევე ღონისძიებაზე მოწვეულმა ბაღის აღსაზრდელებმა ეროვნული ტანისამოსი წარმოადგინეს. 

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი