კანის კინოფესტივალზე არასაკონკურსო ფილმების სექციაში ქართველი რეჟისორის ფილმიც იქნება ნაჩვენები

17 მაისი 2023, 11:00 615 ნახვა

საფრანგეთი უკვე 76-ჯერ მსოფლიოს ერთ-ერთი მთავარ კინო-მოვლენას-  კანის კინოფესტივალს  მასპინძლობს. წლევანდელი ოქროს პალმის რტოს დაჯილდოება გამორჩეული იქნება იმით, რომ მასზე ნაჩვენები იქნება პედრო ალმადოვარისა და ჟან ლუკ გოდარის ბოლო მოკლემეტრაჟიანი ნამუშევრებიც. სულ კანის კინოფესტივალის მთავარი ჯილდოსთვის 19 ფილმი იბრძვის, თუმცა ორი კვირის განმავლობაში 50 კინო სურათი იქნება ნაჩვენები.

კანის ფესტივალზე შედგება ინდიანა ჯონსის მსოფლიო პრემიერაც, 15-წლიანი პაუზის შემდეგ ფილმში მთავარ როლს, კვლავ ჰარისონ ფორდი ასრულებს.

მსოფლიოს ერთ-ერთი მთავარი კინო-მოვლენის ფარგლებში, არასაკონკურსო ფილმების სექციაში იქნება ნაჩვენები ქართველი რეჟისორის ელენე ნავერიანის "შაშვი, შაშვი მაყვალიც."

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი