„რუსული ხომალდით ევროკავშირში ვერ შევალთ“ - ამ სახელწოდებით აქცია პარლამენტთან „ნაციონალური მოძრაობის“ ახალგაზრდული ფრთისა და სამოქალაქო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა გამართეს.
აქციის მონაწილეებმა დღეს საღამოს საკანონმდებლო ორგანოსთან მორიგი აქცია დააანონსეს, სადაც საქართველოში რუსული ავიაკომპანიების ფრენებს კიდევ ერთხელ გააპროტესტებენ.