ჟურნალისტების აქცია ევროპის მოედანზე

16 მაისი 2023, 14:02 507 ნახვა

ნიკა გვარამიას დაკავებიდან ერთი წლის თავზე ბათუმში მედია ორგანიზაციებმა მთავარი არხის დამფუძნებელს სოლიდარობას კიდევ ერთხელ გამოუცხადეს და ბათუმში  მომუშავე  ჟურნალისტები ევროპის მოედანზე შეიკრიბნენ. მათი განცხადებით,  ნიკა გვარამია პოლიტიკური პატიმარია და  ეს  გადაწყვეტილება ხელისუფლების მხრიდან  მედიის თავისუფლების წინააღდეგ  გადადგმული  ნაბიჯია.

27 მაისს 6 საათზე  მთავარი არხის გენერალური დირექტორის პატიმრობას გააპროტესტებენ  ნიკა გვარამიას თავისუფლების მოძრაობა პრეზიდენტის სასახლესთან და მის შეწყალებას მოითხოვენ. თბილისის საქალაქო სასამართლომ  მთავარი არხის გენერალური დირექტორი  2022 წლის 16 მაისს ცნო დამნაშავედ. მას 3 წლითა და 6 თვის ვადით აქვს პატიმრობა მისჯილი.

გადაწყვეტილება ძალაში დატოვა საპელაციო სასამართლომ.  

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი