თურქეთში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური 28 მაისს ჩაინიშნა

16 მაისი 2023, 12:01 794 ნახვა

თურქეთის უმაღლეს საარჩევნო საბჭოში არჩევნების შედეგებთან ან საარჩევნო პროცესთან დაკავშირებით საჩივრების წარდგენის ვადა დღეს იწურება. კენჭისყრის პროცესის გასაჩივრება პოლიტიკურ პარტიებსა და სუბიექტებს, დღის ექვს საათამდე შეუძლიათ. იმ შემთხვევაში თუ მათი მოთხოვნა არ დაკმაყოფილდება უფლება აქვთ უკვე სასამართლოში იდავონ. 

საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნები თურქეთში 14 მაისს გაიმართა. საპრეზიდენტო არჩევნების შემთხვევაში ვერცერთმა კანდიდატმა გამარჯვებისთვის საჭირო ხმათა რაოდენობა ვერ დააგროვა, ამიტომ 28 მაისს მეორე ტური ჩაინიშნა.

პრეზიდენტობისთვის ამჯერად მოქმედი პრეზიდენტი რეჯეფ ტაიპ ერდოღანი და მისი მთავარი კონკურენტი ქემალ ქილიჩდაროღლუ იბრძოლებენ.  პირველ ტურში მოქმედმა პრეზიდენტმა ამომრჩეველთა 49,51 მეასედის მხარდაჭერა მოიპოვა, ხოლო გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატმა, რომელიც სახალხო რესპუბლიკური პარტიის ლიდერია საარჩევნო ხმების 44,88% აიღო.

მოქმედი პრეზიდენტის კოალიცია ლიდერობს საპარლამენტო არჩევნებშიც. 600 წევრიან მეჯლისში 321 ხმა აქვთ, ოპოზიციას 276 დანარჩენი კი დამოუკიდებელი დეპუტატია.

ირინე წუწუნავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი