უკრაინის მთელ ტერიტორიაზე საჰაერო განგაშის ხმა ისმოდა

16 მაისი 2023, 10:01 589 ნახვა

გასულ ღამეს, უკრაინის მთელ ტერიტორიაზე საჰაერო განგაშის ხმა ისმოდა. აფეთქებების ხმა ისმოდა დედაქალაქ კიევში. დედაქალაქში ჩამოგდებული რაკეტების ნამსხვრევები რამდენიმე რაიონში ჩამოვარდა, მათ შორის – შევჩენკოს რაიონში, ზოოპარკის ტერიტორიაზე. კიევის მერის, ვიტალი კლიჩკოს ცნობით, სოლომენსკის რაიონში რაკეტის ნამსხვრევების ჩამოვარდნის შედეგად, რამდენიმე ავტომობილს ცეცხლი გაუჩნდა, დაზიანდა შენობა, დაშავებულია სამი ადამიანი.

კიევის პარალელურად, საჰაერო განგაში იყო სუმის, ხარკოვისა და დონეცკის ოლქებში. ფრონტის ხაზის ეპიცენტრად, ისევ რჩება ბახმუტი, ასევე მარიინკა, ავდეევკა და ლიმანსკი. უკრაინა კონტრშეტევით ოპერაციას ააქტიურებს ლუგანსკის ოლქის მიმართულებით. 

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ინფორმაციით, უკრაინის თავდაცვის ძალებმა, გასული დღის განმავლობაში, ფრონტის ძირითადი მიმართულებებით - ლიმანის, ბახმუტის, ავდიივკასა და მარინკას მიმართულებებით, მოწინააღმდეგის 49 შეტევა მოიგერიეს. უწყების ცნობით, ოკუპანტების თავდასხმები კონცენტრირებულია ბახმუტსა და მარინკაზე.

მოწინააღმდეგის დაბომბვის შედეგად დონეცკის ოლქის რამდენიმე დასახლება დაზარალდა. რუსულ ძალებს, გასული დღის განმავლობაში, ლიმანის მიმართულებით შეტევითი ოპერაციები თითქმის არ ჩაუტარებიათ, თუმცა სოფელ სპორნოეზე ავიადარტყმა განახორციელეს. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი