1 ივნისიდან სასურსათო დანამატების შესახებ ტექნიკური რეგლამენტი ამოქმედდება

15 მაისი 2023, 11:03 428 ნახვა

სასურსათო დანამატების შესახებ ტექნიკური რეგლამენტი პირველი ივნისიდან ამოქმედდება. საკითხის ირგვლივ სურსათის ეროვნული სააგენტოს სპეციალისტებმა ბიზნესოპერატორებს დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს.

რეგლამენტით განისაზღვრა ვიტამინებისა და მინერალების ჩამონათვალი და მათი ქიმიური ფორმები, რომელთა გამოყენებაც დასაშვებია სასურსათო დანამატების წარმოებაში. უნდა განისაზღვროს პროდუქტების ბაზარზე განთავსებისა და მისი ეტიკეტირების წესი.

ბიზნესოპერატორი, რომელიც განათავსებს ბაზარზე სასურსათო დანამატს, ვალდებულია, წინასწარ აცნობოს სურსათის ეროვნულ სააგენტოს და წარუდგინოს სურსათის ეტიკეტის ნიმუში.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში