თურქეთის არც მოქმედი პრეზიდენტი და არც მისი მთავარი ოპონენტი ქემალ კილიჩდაროღლუ, სავარაუდოდ ვერ მიიღებენ ხმების საჭირო 50 პლუს ერთ პროცენტს, რომელიც საჭიროა პირდაპირი გამარჯვებისთვის. კილიჩდაროღლუ ექვსი პარტიისგან შემდგარი ოპოზიციური კოალიციის პრეზიდენტობის კანდიდატია, ერდოღანის პოპულარობა ინფლაციისა და გაძვირებული ცხოვრების გამო მნიშვნელოვნად დაეცა.
კვირის არჩევნები ძირითადად საშინაო საკითხებზე იყო ორიენტირებული, როგორიცაა ეკონომიკა, სამოქალაქო უფლებები და თებერვლის მიწისძვრა, რომელმაც 50 ათასზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა.
ერდოღანს ავტოკრატიული მმართველობის, გამოხატვისა და შეკრების თავისუფლების შეზღუდვების გამო აკრიტიკებენ. რაც შეეხება უცხოეთში მცხოვრები თურქეთის მოქალაქეების ხმებს ერდოღანმა განაცხადა, რომ ჯერ არ იციან, დასრულდება თუ არა არჩევნები პირველივე ტურში. თუ 50%-იან ბარიერს ვერც ერთი კანდიდატი ვერ გადალახავს, 28 მაისს არჩევნების მეორე ტური ჩაინიშნება.
სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო ანადოლუს მონაცემებით, ერდოღანს ხმების 49,3%, ქილიჩდაროღლუს კი 45% აქვს.
კილიჩდაროღლუს მტკიცებით, ერდოღანმა ცილისმწამებლური კამპანიის მიუხედავად სასურველი შედეგი მაინც ვერ მიიღო.