უკრაინის პრეზიდენტის შეხვედრები ბერლინში გრძელდება. გერმანიის კანცლერთან შეხვედრისას ოლაფ შოლცმა მას ურყევი მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დაუდასტურა.
აღნიშნა, რომ გერმანია უკრაინას არა მხოლოდ ჰუმანიტარული კუთხით, არამედ პოლიტიკურად და ფინანსურადაც დაეხმარება.
თავის მხრივ ვოლოდიმირ ზელენსკიმ აღნიშნა, რომ კიევსა და დასავლელ მხარდამჭერებს ერთობლივად შეუძლიათ რუსეთის დამარცხება.
უკრაინის პრეზიდენტი გერმანიის კანცლერთან ერთად სამთავრობო თვითმფრინავით ქალაქ აახენში გაემგზავრა, სადაც მას კარლოს დიდის სახელობის საერთაშორისო პრემიას გადასცემენ.