თურქეთი ახალ პრეზიდენტს და პარლამენტს ირჩევს 

14 მაისი 2023, 15:05 714 ნახვა

ისტორიული არჩევნები თურქეთში - დღეს გადაწყდება დასრულდება თუ არა რეჯეფ ტაიპ ერდოღანის 20-წლიანი მმართველობა. მოქმედი პრეზიდენტი 6 ოპოზიციური პარტიის საერთო კანდიდატს, ქემალ ქილიჩ დაროღლუს უპირისპირდება.

თურქეთის მოსახლეობა ახალ პრეზიდენტთან ერთად ახალ საპარლამენტო შემადგენლობასაც ირჩევს. თურქეთში არჩევნები ხუთ წელიწადში ერთხელ იმართება. ხმის მიცემა დღეს თურქეთის დროით 17 საათამდე გაგრძელდება.  

პრეზიდენტი ხდება კანდიდატი, რომელიც პირველ ტურში ამომრჩეველთა ხმების 50%-ზე მეტს მიიღებს, თუმცა თუ ხმათა უმრავლესობას ვერცერთი კანდიდატი ვერ მოიპოვებს, არჩევნების მეორე ტური გაიმართება. თურქეთში არჩევნები სერიოზული ეკონომიკური კრიზისის ფონზე მიმდინარეობს. დილიდან უბნებზე მაღალი აქტივობაა. ახლა მნიშვნელოვანია ახალგაზრდების ხმა.

თურქეთში ფიქრობენ, რომ მათ გადაწყვეტილებასა და სწორ არჩევანზე იქნება დიდწილად დამოკიდებული ქვეყნის ბედი.

ადგილობრივების ნაწილი უკმაყოფილოა მოქმედი პრეზიდენტით და ამბობენ, რომ მათი შეხედულებები ბოლო არჩევნების შემდეგ საგრძნობლად შეიცვალა.

ირინე წუწუნავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი