ვოლოდიმირ ზელენსკი გერმანიაშია

14 მაისი 2023, 14:53 613 ნახვა

­­უკრაინის პრეზიდენტის ოფიციალური ვიზიტი ბერლინში გრძელდება. გერმანიის პრეზიდენტის შემდეგ ვოლოდიმირ ზელენსკი ოლაფ შოლცს შეხვდა. უკრაინის პრეზიდენტისა და გერმანიის კანცლერის შეხვედრას პირდაპირ ეთერში გადასცემდა გერმანული მედია.

რუსეთის აგრესიის ფონზე, უკრაინამ დახმარების კიდევ ერთი დაპირება მიიღო, გერმანია მას 3 მილიარდ ევრომდე სამხედრო პაკეტს გამოუყოფს.

ზელენსკიმ აღნიშნული დახმარებისთვის ქვეყანას მადლობა გადაუხადა, საკუთარ ტელეგრამ არხზე კი დაწერა, რომ გერმანია გააგრძელებს უკრაინის პოლიტიკურ, სამხედრო და ფინანსურ დახმარებას, ვიდრე ეს საჭირო იქნება.

ქალაქის ცენტრში უკრაინის პრეზიდენტის ვიზიტის გამო უსაფრთხოების ზომები გამკაცრებულია.

ანა ვაშაყმაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი